ვინ იყო თბილისელი კაცი, რომელიც აშშ-ში, 11 სექტემბრის ტერაქტს შეეწირა
1789155798
ზურა ბერიკაშვილის ოჯახის ახლობელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„ძვირფასო ხალხო, უყურადღებობაში ნუ ჩამოგვართმევთ, თუ ყველას ვერ გპასუხობთ და ვერ გიყვებით ზურიკოს მდგომარეობას.
ძალიან ვაფასებთ მთელი ოჯახი თქვენს ყურადღებას, სიყვარულს და კეთილ სურვილებს.
ურთულესი პერიოდი გვაქვს და იმედს არ ვკარგავთ, რომ ზურას სასიკეთოდ წავა ყველაფერი.
როგორც კი რამე ხელშესახები წინსვლა გვექნება, აუცილებლად გაგაგებინებთ.“ – წერს ანანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მას გული გაუჩერდა.