„ზღვაში დას გული გაუსკდა... წლების შემდეგ ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა: მე ის ვარ, ვინც შენს დას ზღვაში ჩააყვინთაო...“ - დათო ევგენიძე

დათო ევგენიძე

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გადაცემაში „პრაიმშოუ“ დის, ლია ევგენიძის ტრაგიკული გარდაცვალების მძიმე ისტორია გაიხსენა.

„16 წლის იყო. ბავშვები აყვინთავებდნენ ზღვაში, ეტყობა ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა... სისხლი, რომ წამოუვიდა ამათ შეეშინდათ და გამოიქცნენ. პატარები იყვნენ 14-15 და ზღვამ წაიღო. ზღვამ წაიღო, თვითმფრინავით და კატერებით, რომ ეძებდნენ, დაინახეს, რომ კამერა ეჭირა ხელში. დედაჩემს შეატყობინეს, რომ ცოცხალი იყო. ამ დროს გარდაცვლილი იყო, გული გაუსკდა შიშით. ბევრი წელი გავიდა და ვიღაცა ბიჭი მოდის ჩემთან და მე ის ვარ, ვინც ჩააყვინთინა შენს დასო, დამნაშავე ვარო, ავდექი და ჩავეხუტე. ის ბიჭი დღეს თუ მისმენს - ნაპატიები გაქვს ჩემგანაც და უფლისგანაც!“ - იხსენებს დათო ევგენიძე.