ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები აუცილებლად იქნება გამოძიებული, რადგან ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს.
როგორც ქადაგიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, სასამართლოზე წარმოდგენილი უნდა იყოს მყარი მტკიცებულებები, რადგან ის, რომ ვიღაცამ პირი სოციალურ ქსელში იცნო, არ შეიძლება, უტყუარ მტკიცებულებად ჩაითვალოს.
"ერთია, როდესაც საზოგადოება ითხოვს გადაცდომების დასჯას, რაც სამართლიანია და მეორეა, როდესაც უნდათ, რომ ასეთი ფაქტი და ასეთი ფაქტის ჩამდენის დასჯა გამოყენებული იყოს არა სისტემის გასაუმჯობესებლად, არამედ - სისტემის ჩამოსაშლელად.
სასამართლოში ვერ წავა გამოძიება და ვერ იტყვის, რომ "ფეისბუქში" ხალხმა ვიღაცები იცნო. ისეთი უტყუარი მტკიცებულებები უნდა შეგროვდეს, რომ სასამართლოში ამის გატანა უნდა შეძლოს ბრალდების მხარემ...
ყველას იდენტიფიცირება შესაძლებელია, ყველაზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, მტკიცებულებების მაღალი ხარისხი მიღწეული იქნება და, რა თქმა უნდა, დადგება შესაბამისი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ გააჩნია ", - ირაკლი ქადაგიშვილმა.