ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ, მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ, მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტი ქართული ოჯახების გაძლიერების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

ახალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია, სწორედ ამიტომ, მათთვის მშვიდი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნა ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.

ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ქართული ოჯახების გასაძლიერებლად, რადგან ქართული ტრადიციებითა და ღირებულებებით სწორედ მათ უნდა აღუზარდონ საქართველოს მომავალი თაობები, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ მემკვიდრეობას ამაყად გადაიბარებენ და ერთიანი საქართველოს იდეას ხორცს შეასხამენ.

ჩვენი ვალია შვილებს შევუქმნათ გარემო, სადაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას, მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას შეძლებენ!" - წერს პრეზიდენტი.