1757707454
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია - გარდაიცვალა თსუ-ს ლეგენდარული ფოტოგრაფი

სოციალურ ქსელში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, გარდაიცვალა თსუ-ს ლეგენდარული ფოტოგრაფი, ალექსანდრე მარსანიშვილი.
„მისი ფოტოების გარეშე ვის წარმოედგინა უნივერსიტეტის ეზოში ჯდომა".
„ალეკო, როგორ დაგვწყვიტე გული",- წერენ სოცქსელში.
ფოტოგრაფი ალექსანდრე მარსანიშვილი წლების განმავლობაში უნივერსიტეტის სტუდენტებს შავ–თეთრ ფოტოებს უღებდა. ასე შეიქმნა ალექსანდრე მარსანიშვილის არქივი, რომელიც ათასობით დავიწყებულ ფოტოს ითვლის.