VIDEO: თბილისის მერია განახლებული წერეთლის გამზირის ვიდეოს აქვეყნებს

წერეთელი

თბილისის მერია ვიდეოს აქვეყნებს, თუ როგორ გამოიყურება განახლებული წერეთლის გამზირი. პროექტის ფარგლებში, წერეთლის გამზირზე ჩატარებული რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავდა მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, ტროტუარების, უსაფრთხოების კუნძულების, გარე განათების ქსელისა და ასფალტის საფარის მოწყობას, ლედლამპიონების მონტაჟს, მოსაცდელებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების მოწყობას, მიწისქვეშა ურნების განთავსებას. რამდენიმე დღეში დასრულდება გამწვანების სამუშაოებიც.