1757179938
VIDEO: „სიმღერა „ჩამოთოვა ისევ“ მამუკამ 15 წლის ასაკში დაწერა...“ – როგორ იწერებოდა სიმღერები, რომლებიც ქართველმა მსმენელმა უზომოდ შეიყვარა

20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორშემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამუკას გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული.
მამუკას და, თაკო ჩარკვიანი გადაცემა „შუადღე Live“-ს სტუმრობდა, სადაც მამუკა ჩარკვიანი გაიხსენეს და ისაუბრეს, როგორ იწერებოდა სიმღერები, რომლებიც ქართველმა მსმენელმა უზომოდ შეიყვარა.
„სიმღერა „ჩამოთოვა ისევ“ მამუკამ მაშინ დაწერა, როდესაც 15 წლის იყო. ამას როგორც მუსიკოსი ისე ვამბობ. ჯანსუღს ეს ლექსი 1969 წელს აქვს დაწერილი და 15 წლისამ ამან მიაგნო… სტრუქტურულადაც რომ ნახავ, ისეთი სიმღერაა… ასევე აქვს სიმღერა „თეა“ – 16 წლის ასაკში აქვს დაწერილი.
ძალიან საინტერესო სტრუქტურის არის. ვიღაც გოგო შემოიყვანა სახლში, პატარა ვიყავი მაშინ… მზესავით გოგო იყო… მამაჩემმა უთხრა, ეს რა გაზაფხულივით გოგოა, რა გქვია შენო და – „თეაო“. ერთხელ ბიჭები იყვნენ ჩვენთან მოსულები… უკრავდნენ, რაღაცებს მღეროდნენ და საღამოს ჯანსუღმა მიაწოდა ეს ლექსი. და მამუკამ საღამოსვე დაწერა სიმღერა „გაზაფხულია თეა“. ძალიან ადრე დაიწყო სიმღერების წერა. არ მახსოვს გიტარის გარეშე. არაფერი არ ჰქონდა დამთავრებული. მიიყვანა დედამ მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ არ მიუღია. აბსოლუტური ყური ჰქონდა“, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.