დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გადაცემის „ერთი ამბავი მერიკოსთან“ წამყვანი, მერიკო კარტოზია ნიუ-იორკში მცხოვრებ სუხიშვილების ყოფილ მოცეკვავეს, გოჩა დაუშვილს დაბადების დღეზე ეწვია.
გოჩა დაუშვილმა, რომელიც უკვე ერთი წელია, ამერიკაში „ირინას დენს აკადემიაში“ ქორეოგრაფად მუშაობას, იუბილე ბრუკლინში გადაიხადა.
ამერიკაში, „ირინა დენს აკადემიის“ დამფუძნებელი, ირინა ხუცურაული, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე და ქართული ცეკვის ვარსკვლავის, მურო გაგოშიძის სიდედრია.
„მურო შესანიშნავი ადამიანია, მშვიდი, მორწმუნე, გაწონასწორებული, ძალიან თბილი და ღირსეული ადამიანია. მანო აქ ცხოვრობდა და საქართველოში მასტერკლასებზე იყო ჩასული, სადაც მურო გაიცნო. გოჩამ გააცნო.
ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან დიდი სითბო შემოვიდა ჩვენს ოჯახში გოჩას სახით, რაც შემდეგ ჩვენი მუროს შემოსვლით დაგვირგვინდა...