„უქმდება შემდეგი რეისები...“ - საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა

უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს. 

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

თბილისი-ბათუმი (802),  

თბილისი-ზუგდიდი (870),

 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),

 ბათუმი-თბილისი (803),  

ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),

 ფოთი-თბილისი (873),

 ხაშური-ზესტაფონი (6446)

ზესტაფონი-ხაშური (6417).

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, - წერია განცხადებაში.