თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში მეშვიდე ადგილზეა, სადაც ბოლო თორმეტი წლის მანძილზე 2024 წლისთვის ყველაზე მეტი პუნქტით მცირდება უმუშევრობა.
ფონდის შეფასებით, 12 წლის მანძილზე ანუ 2012 წელთან შედარებით უმუშევრობა საქართველოში 12,2 პროცენტული პუნქტით მცირდება და 2024 წელს უმუშევრობის დონე 14,5%-ს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენს საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 2010, 2011 და 2012 წლებში დაახლოებით 27%-ის დონეზე.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ჩვენ საუკუნეში 2012 წლამდე პერიოდში უმუშევრობის დონე მსოფლიოში ყველაზე მეტად საქართველოში გაიზარდა. უმუშევრობის მატებამ იმ 12 წლიან პერიოდში 16 პროცენტულ პუნქტს გადააჭარბა.