ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1753213269
20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ ტარდება, რუსთაველის გამზირი რამდენიმე წუთით ისევ გადაკეტილი იყო. დღეს კითხვებს უპასუხა სულ სამმა თვითმხილველმა, მათ შორის, ორი მედიის წარმომადგენელია. საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო "კურიერის" ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც, მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
"20 ივნისი ღამეს, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მესროლეს და ტყვია მომხვდა, ვიდექი ევროკავშირის დროშის ქვევით, შემაღლებულ ადგილზე. ასევე, სპეცრაზმელების ერთი ნაწილი განთავსებული იყო ზუსტად ჩემს წინ, შემაღლებულ ნაწილზე და ზუსტად ამ ადგილიდან, დაახლოებით 5 მეტრიდან მომხვდა. იქნებოდა, ალბათ, ღამის პირველი საათი, 21 ივნისი თენდებოდა. იქ ვიყავით მხოლოდ ჟურნალისტები და ოპერატორები. ამ ამბის შემდეგ სასწრაფოდ გადამიყვანეს კლინიკაში და გამიკეთეს ოპერაცია.
მრავლობითი დაზიანება მქონდა, ერთი ტყვია მომხვდა ფეხის არეში, არტერიასთან ძალიან ახლოს. პირველ ეტაპზე დამჭირდა გადაუდებელი ოპერაცია, რათა ტყვია ამოეღოთ ისე, რომ არტერიას არ შეხებოდა. ასევე, კუნთის ნაწილის მოჭრა დამჭირდა ფეხში, რადგან ტყვიას ჰქონდა დაზიანებული. ძვალი იყო დაზიანებული, ნერვები და მყესები იყო გაწყვეტილი. შემდეგ დამჭირდა, რამდენიმე წელი, საქართველოს პარალელურად, თურქეთის კლინიკაში მკურნალობა," - განაცხადა დაზარალებულმა, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა, ლიკა ალელიშვილმა.