„წვიმა, ელჭექი და ნალექი...“ - ამინდი მკვეთრად იცვლება

წვიმა და ელჭექი

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდი და ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 18-20 სექტემბერს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში შესაძლებელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი და სეტყვა.

19 სექტემბერს ნალექიანი ამინდი უფრო ფართო ტერიტორიაზე გავრცელდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან  ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა დღისით +19, +24°, დასავლეთში კი +20, +25° იქნება. 

20 სექტემბერს კვლავ შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით +22, +27°, დასავლეთში კი +23, +28° დაფიქსირდება. 

თბილისში 19-20 სექტემბერს დღის ტემპერატურა დაახლოებით +26-28° იქნება, ხოლო 19 სექტემბერს წვიმის ალბათობა მოიმატებს.