დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ალპინისტი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი მწვერვალზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ალპინისტის ტრაგიკულ გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმიანება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა!
არჩილ ბადრიაშვილი - საქართველოს საუკეთესო ალპინისტი!
ოქროს წერაყინის მფლობელი, პირველი ადამიანი არაერთ მწვერვალზე, ჰიმალაის მწვერვალებზე ახალი მარშუტების ავტორი- მსოფლიო დონის მთამსვლელი მიიბარა სვანეთის შხედლდამ!
მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო!
ვინ მოთვლის რამდენჯერ სიამაყით გავმართულვართ წელში არჩილის მიღწევების გამო! კიდე ბევრჯერ უნდა გვეამაყა და მოგვეყოლა რომ ლეგენდა გვყავდა, თანაც ცოცხალი!!!
შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი.
ნუ შეგეშინდებათ მთის ხალხო, აწი აჩი გაგვიწევს მფარველობას!
მადლობა დიდო ბიჭო!კიდევ შევხვდებით Archil Badriashvili“,-წერს ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული ალპინისტი იყო, რომელსაც ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც კი ჰქონდა მოგებული.
ბადრიაშვილი 2022 წელს 'ოქროს წერაყინის' (Piolets d’Or) გამარჯვებული გიორგი ტეფნაძესთან და ბაქარ გელაშვილთან ერთად გახდა. ქართველმა სპორტსმენებმა პრიზი პაკისტანის აქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე ასვლის გამო მიიღეს.
2020 წელს გამოვიდა ფილმი - "ახალი გზა უშბაზე", რომელიც ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს და არჩილ ბადრიაშვილი კოლეგასთან, გიორგი ტეფნაძესთან ერთად, დეტალურად მოგვითხრობს, როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.