1745299467
ცოტნე კობერიძე: „მირტყეს, ჩემთან ფოტო გადაიღეს, „ქვეყანას როდის უნდა უშველოო?“

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს, თავისუფალია.
მისი თქმით, დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა სცემეს.
„დაკავების შემდეგ რომ გამჩხრიკეს, მირტყეს. შემდეგ რაღაც ფოტო გადაიღეს ჩემთან და „გგულშემატკივრობთ, აბა, ქვეყანას როდის უნდა უშველოო?“ - დამცინოდნენ. მერე გამიყვანეს ჭიჭინაძის ქუჩაში, შუაში დამაყენეს და იქ მცემეს, დაახლოებით 1 წუთი მირტყამდნენ. შემდეგ პოლიციაში კარგად მომექცნენ. ტელეფონი წამართვეს და კოდს მთხოვდნენ, რომ არ ვუთხარი მირტყეს ფერდებში. შემდეგ კედელზე მიმაყუდეს და გაჩხრიკეს. იყო გინება და შეურაცხყოფა. რომ გაარკვიეს, რომ სანამ პარლამენტი დამითხოვს, ხელშეუხებლობა მაქვს და დაკავებული დიდხანს ვერ ვეყოლებოდი, რაღაცები გამაფორმებინეს“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
ცნობისთვის: კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის დაშლისას დააკავეს.