წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი გიორგი მამარდაშვილის ჯვრისწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა და მისმა რჩეულმა, ელენე ეპიტაშვილმა დღეს ხელი მოაწერეს.

წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ბედნიერი დღის დამაგვირგვინებელი წვეულება ლისი ივენთ ჰოლში გამართეს.

აღსანიშნავია, რომ წყვილი პატარას მოლოდინშია და ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.

„ჩვენი ქვეყნის სიამაყის გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ჯვრისწერა ღვთაების მამათა მონასტერში ჩვენი ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა აღასრულა“, - წერს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი ფეისბუკგვერდზე და ჯვრისწერიდან ფოტოს გვიზიარებს.

ფოტო: ბორჯომის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი