1754511189
თელ-ავივის მიმართულების გარდა, „ჯორჯიან ეარვეისის“ ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” განრიგის მიხედვით ასრულებს ყველა რეისს, თბილისი- თელ-ავივი - თბილისის მიმართულების გარდა. თელ-ავივის მიმართულებით დაგეგმილი რეისები, უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია 16 ივნისის საღამომდე.
სხვა მიმართულებებით დაგეგმილი ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება.