თბილისში ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი

24 აპრილს თბილისში ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB გაიმართა. ღონისძიება მეორე წელია, ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოსა და რეგიონში ამ დარგის წარმომადგენლების გაძლიერებაა პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

ღონისძიებას 450-მდე ადამიანი დაესწრო და იგირამდენიმე თემას აერთიანებდა, მათ შორის იყო:

• UI/UX დიზაინი;
• გენერირებული დიზაინი — (კრეატივი, AI, ახალი მედიები);
• Motion Design, 3D;
• AR, VR, XR
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ვორკშოპები, ე.წ. პორტფოლიო რევიუები და სხვა. მასში მონაწილეობამიიღეს 12-მა სპიკერმა 6 ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი გლობალური კომპანიებიდან როგორებიცააNetflix, Discord, Hanzo-დან და სხვები.

ღონისძიების მთავარი პარტნიორები იყვნენ საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები — Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერდა ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.7%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.2%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 40.2%) მიხედვით. (2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.8 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს.სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/