ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
1753213269
Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ხვალ, კონცერტს ჯასტინ ტიმბერლეიკი გამართავს.
ქართველი გულშემატკივრის წინაშე მსოფლიო მეგავარსკვლავი 23 ივლისს „დინამო არენაზე” წარდგება. განცხადებას ამის შესახებ Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მომღერლის, ავტორ-შემსრულებლის, პროდიუსერისა და მსახიობის – ჯასტინ ტიმბერლეიკის წარმატებული კარიერა უკვე 30 წელს ითვლის.
მისი შემოქმედება ჯგუფ *NSYNC-თან ერთად დაიწყო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2002 წლიდან კი მუსიკოსი უკვე სოლო კარიერას განაგრძობს, რომელიც ამ დრომდე 117 მილიონზე მეტ გაყიდულ ჩანაწერს ითვლის (54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი).
კარის გახსნა 17:00
DJ Andrew Hypes 19:30
JUSTIN TIMBERLAKE 21:00