თბილისის მერიამ BusLane-ზე მოძრაობასთან დაკავშირებით ახალი წესი დაადგინა

ბასლაინი

მძღოლებს, რომლებმაც თბილისში ტაქსად მუშაობის ნებართვა არა მგზავრთა გადასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის აიღეს, ლიცენზიას ერთი წლით შეუჩერებენ. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინ, 29 მარტს მიიღო.

მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ 2013 წლის შემდეგ გამოშვებულ „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფლება მისცა BusLane-ებში იმოძრაონ, გაჩნდა ეჭვები, რომ მძღოლთა ნაწილმა, რომლებსაც საცობებში დგომა არ უნდათ, ეს ლიცენზია პირადი კომფორტისთვის აიღეს და მგზავრებს არ ემსახურებიან.

ახალი დადგენილების მიღების შემდეგ თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეეძლებათ, გადაამოწმონ ყველა მძღოლი, რომელიც BusLane-ზე მოძრაობს, ტაქსის ლიცენზიის ფლობასთან ერთად, მართლაც გადაჰყავს თუ არა მგზავრები.