1748675716
თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. თემაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტისთვის მთლიანობაში 114.5 მილიონი ლარი გამოიყოფა.