თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე მთლიანად ჩაკეტილია. სწორედ თავისუფლების მოედანი იქნება, ტრადიციულად, ხვალინდელი ღონისძიებების ეპიცენტრი. სცენის აწყობა მოედანზე თითქმის დასრულებულია.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილის 11 საათზე - დედაქალაქსა და საქართველოს ათ რეგიონში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება. გამოიფინება სამხედრო ტექნიკა; რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, მოეწყობა ისტორიულ შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები, საბავშვო გასართობი ადგილები.

საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დასკვნითი კონცერტი შედგება. ღონისძიებას პრემიერი, პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.