ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიას ერთი დაგვიანებული ჰყავს. თბილისში, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 3 წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც მას ცენტრიდან გამოსულმა წარმომადგენელმა განუმარტა, გამოცდა დაწყებული, დაგვიანებულის დაშვება კი შეუძლებელი იყო.
ბიჭის მონაყოლის მიხედვით, ის ტაქსის მძღოლმა შეცდომით, გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მიიყვანა. როდესაც აღმოაჩინა, რომ არასწორ მისამართზე იმყოფებოდა, მაშინვე მუხიანისკენ წამოვიდა, თუმცა სამი წუთით დააგვიანდა.
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრის კარი ზუსტად 09:00 საათზე იკეტება. ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია ვაშუქებთ, თუმცა ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა თუნდაც ერთი წუთის დაგვიანებით მისული აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვიათ.
წყარო: EDU.ARIS.GE
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764