„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს... სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც უამრავი ალპინისტი გაიზრდება...“ – ნიკო ფალიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ნიკო ფალიანის დაკრძალვა

უშბაზე, ექსპედიციის დროს, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტი, ნიკო ფალიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ახალგაზრდა მთამსვლელის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა.

კადრები და ემოციური პოსტები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს და პირწმინდად აღწერს დღევანდელ სულის შემძვრელ ტრაგედიას. თან გულამომჯდარი ვტირი... თან სიამაყით მევსება გული, როცა, ჩემი მშობლიური, ასეთი პატარა კუთხის შვილი ამხელა ბუმბერაზ ადამიანად ყალიბდება უმოკლეს დროის მონაკვეთში, მთელ საქართველოს და მის ფარგლებს ცდება მისი ნაგმირალი სახელი და თითქოს სამყაროს აჩერებს ეს ბოლო წამები... სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი! უ̂ო̄ჲ ხიადუ̄ლ, ამჟი ნარდუ̂ ი ამჟი დაგრა!“, – წერს ანა ჩართოლანი სოციალურ ქსელში.

„არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება...“ - ნიკო ფალიანის დის ემოციური პოსტი და ვიდეო, რომელიც ძმას მიუძღვნა

„ტრაგედიაზე მეტი...“ - Adrenaline-ს გუნდი ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვაზე

„შუაზე რატომ არ სკდები უშბაააა?! ჩვენი ცოდვით როგორ დგახაარ!!!...“ - სვანეთში დაღუპული ნიკო ფალიანის დები ემოციურ პოსტს აქვეყნებენ