დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ124-კმ139 (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გუშინ შეიზღუდა.