1745354176
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ქისტი უხუცესი და მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა. ადგილობრივების განმარტებით, ხასო ხანგოშვილი, შვილის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, საზოგადოებას.
ბატონი ხასო იკვლევდა ქისტების ცხოვრებას, ისტორიას, ვაინახურ კულტურას. ამავდროულად ის აქტიურად იყო ჩართული ქისტი თემის ცხოვრებაში და მათ წუხილებს, საჭიროებებს და გამოწვევებს მუდმივადაყენებდა საჯარო დღის წესრიგში. ბატონ ხასოს დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიელი ხალხების მეგობრობის და ხიდების მშენებლობის საქმეში და ის ატარებდა კავკასიელ ხალხთა შორის სოლიდარობისა და მეგობრობის მნიშვნელოვან პოლიტიკურ იდეას”.
ასევე ნახეთ:
„შვილის მკვლელს აპატია დანაშაული...“- უხუცესი ქისტი, მწერალი ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა