თბილისში, საკუთარ ბინაში, ქალის ცხედარი იპოვეს
1732607101
პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის უახლოესი მეგობარია, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ცნობებს გვაწვდის.
მისი თქმით, ჯაჭვლიანი ახალ წელს თბილისში შეხვდა, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემა, იძულებული გახადა, კვლავ თურქეთში დაბრუნებულიყო.
„სოსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა 5-თვიანი მკურნალობის შემდგომ, რასაც თურქეთის კლინიკაში აწარმოებდა, შედარებით უკეთესი გახდა. ახალი წლის წინა დღეებში, თურქმა ექიმებმა საშუალება და უფლება მისცეს, რომ თბილისში წამოსულიყო. ახალ წელს აქ შეხვდა, ოჯახთან ერთად.. 10 იანვრისთვის ქიმიის კიდევ ერთი გადასხმა უწევდა, იქიდან ეს მედიკამენტი წამოიღო და აქ, ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა.
ამის შემდეგ, მისი მდგომარეობა სამწუხაროდ, სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს პროცესები ქიმიამ იცის, არაპროგნოზირებადია, სისხლის პრობლემა შეექმნა, რამდენიმე დღე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა კიდეც. მისი მდგომარეობა ისეთი საყურადღებო გახდა, რომ თურქეთში გადაფრენა მოუწია.
დაახლოებით, 10 დღეა, რაც თურქეთში დაბრუნდა. ახლა იქ აგრძელებს მკურნალობას, სხვა სიახლეს, ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით“, - გვითხრა დათო ლორთქიფანიძემ.