ზელენსკის პირველი განცხადება, ოვალურ კაბინეტში სკანდალური შეხვედრის შემდეგ
1740771905
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში დაბლობში -5, -10, აღმოსავლეთ საქართველოში -7, -12, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.
თბილისში ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. უახლოეს დღეებში ამინდი კვლავ არამდგრადი დარჩება.