როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1747547138
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები, მანიფესტაციისას ნაცემი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტების თქმით, ამ ფორმით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანიფესტაციის დროს, უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, ასევე შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები.
"მინდა, სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვის მიმართაც ახლა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თითქოს და დაემთხვა ამ მანიფესტაციებს. სასაცილო და სამარცხვინოა ასეთი გადაწყვეტილებები", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა, თენგიზ თევზაძემ.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1747547138
ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება თავდაყირა დადგება
1747430149