საყურადღებო ინფორმაცია სკოლის ფორმებთან დაკავშირებით

სასკოლო ფორმები

საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან, საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალს აქვეყნებს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციის 83 პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

✕