„საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ჰაერი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

მათივე ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge „რეკომენდაციების“ ველში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.