"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა მსოფლიოში.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, Global Finance-მა მსოფლიოსა და რეგიონის საუკეთესო როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიული ციფრული ბანკები გამოავლინა.
საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დასახელდა როგორც მსოფლიოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
„ფინტექის მიმართულებით ციფრული ტექნოლოგიების მუდმივი განვითარება და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა სრულად ცვლის ციფრული საბანკო სერვისების მიმართულებას. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც ფინტექის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.
“Global Finance-ის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა - შევქმნათ საუკეთესო ციფრული პროდუქტები ჩვენი მომხმარებლებისთვის. Global Finance-ის აღიარება და საქართველოს ბანკის საუკეთესოდ დასახელება ისეთ ბანკებს შორის, როგორებიც არის Bank of America, BBVA, Santander თუ სხვა, დიდი მიღწევაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ამ პროცესში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენ ერთად ვქმნით საუკეთესო ციფრულ ბანკს მსოფლიოში!“ - აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრები რამდენიმე კრიტერიუმით ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის იყო: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებისა და მოხმარების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და მათი კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის ფუნქციურობა და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ წარდგენილ პროდუქტებსა და ფუნქციონალებს შორის კი იყო: Ads Manager-ის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, მონაცემების ანალიტიკაზე დაფუძნებული ბიზნეს შეთავაზებები 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს აჩვენონ მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.