საქართველოდან, ოჯახი ცდილობს, იპოვოს ქალიშვილი, რომელიც, 26 წლის წინ, გარდაცვლილად გამოაცხადეს - რუსული მედია

ჩვილი

რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია „საქართველოდან ოჯახი ცდილობს იპოვოს ქალიშვილი, რომელიც 26 წლის წინ გარდაცვლილად გამოაცხადეს“.

სტატიას თან ახლავს ვიდეო, სადაც ოჯახის ახლობელი საუბრობს და ჰყვება 26 წლის წინანდელ ისტორიას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხდა.

ვიდეოს შინაარსის თანახმად, გოგონა 2000 წლის 18 იანვარს დაიბადა. დედის გართულებული მშობიარობის გამო ახალშობილი მაშინვე ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე დღეს მშობლებს აცნობეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა, მათი თქმით, ცხედარი არ გადასცეს და უთხრეს, რომ გოგონა საავადმყოფოს მიმდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.

2024 წელს ოჯახმა საკუთარი გამოძიება დაიწყო. მშობლები ეჭვობენ, რომ გოგონა უნდა გაეყიდად, თუმცა რადგან დედას გართულებული მშობიარობა ჰქონდა, მშვილებელმა სავარაუდოდ ბავშვზე უარი თქვა და შემდეგ უკვე საავადმყოფოდან ჩვილი სახლში თანამშრომელმა წაიყვანა და ბავშვი გააშვილა.

ნათესავების ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებულ გოგონას, რომელსაც ქართული და სლავური ფესვები აქვს, შესაძლოა ჰქონდეს მწვანე ან ყავისფერი თვალები და ღია ფერის თმა.