1757269592
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია - სუსი

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კორაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.