ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
სამეგრელოს მთებში ჩეხ ტურისტს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარტო მოგზაურობდა, ადგილობრივმა მწყემსმა ბოლოს 29 სექტემბერს ნახა. ის, სავარაუდოდ, კურორტ სქურიდან ტობავარჩხილის გავლით ხაიშში მიემგზავრებოდა.
ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პოლიციას ტურისტის ახლობლებმა სექტემბრის ბოლოს მიმართეს, მას შემდეგ მის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადები და პოლიციაა ჩართული.