ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ახალციხეში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ
1734938504
ევროპაში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.
უმრავლესობა თვლის, რომ მსგავსი ვიზიტებით და სიტყვით გამოსვლებით, პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს განაგრძობს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის დაცვაში პირველი უნდა იყოს, კონსტიტუციის პირველი დამრღვევია და მისი ვიზიტების შეფასება შეუძლებელია.
"როგორ შეიძლება შეაფასო ვიზიტი ადამიანის, რომელიც კონსტიტუციის პირველი დამრღვევია, არადა პირიქით უნდა იყოს - პირველი უნდა იყოს ვინც იცავს კონსტიტუციას. ეს დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ უკვე ყველაფერი ცხადია. იმ ქმედებებით და გაკეთებული განცხადებებით ეს არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პლატფორმებზე გამოდიოდა და პირდაპირ საუბრობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. შეიძლება რაღაც უთანხმოება გქონდეს მთავრობასთან, მაგრამ ქვეყანას რატომ აზიანებ. ეგეთი თაღლითი როგორ უნდა იყო ადამიანი, რომ ქვეყანას აზიანებ", - განაცხადა კახა კალაძემ.