საინვესტიციო ქონების ღირებულების გაზრდის პრაქტიკული გზები მატერიასგან

საინვესტიციო ქონების ღირებულების გაზრდის პრაქტიკული გზები მატერიასგან

 უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირებისას, ღირებულების ზრდა მხოლოდ დროის საკითხი არ არის. არსებობს კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ქონების ფასზე და საშუალებას იძლევა, ინვესტიცია მაქსიმალურად მომგებიანი გახდეს.

● ლოკაციის სწორი შერჩევა და განვითარების პოტენციალი

ლოკაცია ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ქონების ღირებულების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად. თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული მდგომარეობა, არამედ ზოგადად რაიონის განვითარების პერსპექტივაც. მაგალითად, კრწანისი ოდესღაც პერიფერიად მიიჩნეოდა, დღეს ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, მაღალი კლასის საცხოვრებელ უბნად იქცა.

● დეველოპერის რეპუტაცია და გამოცდილება

საინვესტიციო ქონების შეძენისას დეველოპერის საიმედოობა ღირებულების შენარჩუნების გარანტიაა. გამოცდილი კომპანია მხოლოდ ხარისხიანად არ აშენებს, არამედ ის ქმნის პროექტებს, რომელთა ფასი დროთა განმავლობაში სტაბილურად იზრდება.

წარმატებული პროექტების ისტორია, სრულად გაყიდული კომპლექსები და მაცხოვრებელთა კმაყოფილება დეველოპერის საიმედოობაზე მიუთითებს. მაგალითად, დეველოპერული კომპანია მატერია 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის, Outlook Development-ის, საფუძველზე დგას. სამშენებლო სამუშაოებს კვლავ Outlook Construction ხელმძღვანელობს, რაც ხარისხის დამატებითი გარანტიაა.

● კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის მისი ინფრასტრუქტურა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სტანდარტულ მოთხოვნებზე, დღეს მაცხოვრებლებს სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც ცხოვრების ყველა ასპექტი გათვალისწინებული იქნება.

პადელის კორტები, სავარჯიშო დარბაზი, ფინური საუნები, rooftop-ზე განთავსებული ღია აუზი — ეს ის ელემენტებია, რომლებიც უძრავ ქონებას განსაკუთრებულს ხდის. ბიზნეს ლაუნჯი, შეხვედრების ოთახები და co-working სივრცე ბიბლიოთეკით კი დისტანციური მუშაობის ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

● დახურული ტიპის კომპლექსის უპირატესობა

უსაფრთხოება და პრივატულობა დღეს უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. დახურული ტიპის კომპლექსები, კონტროლირებადი შესასვლელებით და 24 საათიანი დაცვით, უსაფრთხოებასთან ერთად განსაკუთრებულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

მატერიას პროექტებში ამ კონცეფციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. Tabakhmela Estates მატერიასგან, 8 ჰექტარზე გაშენებულ დახურულ დასახლებას წარმოადგენს, სადაც ინფრასტრუქტურულად გამართული მიწის ნაკვეთები მფლობელს საშუალებას აძლევს, ააშენოს ინდივიდუალური სახლი დაცულ და კომფორტულ გარემოში.

● კომერციული ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია

საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულებზე კომერციული ფართების განთავსება რამდენიმე უპირატესობას იძლევა. ერთი მხრივ, მაცხოვრებლებს ადგილზე შეუძლიათ ყოველდღიური მომსახურებების მიღება, მეორე მხრივ კი, ინვესტორებს დამატებითი შემოსავლის წყარო უჩნდებათ საიჯარო ფართებიდან.

● ინოვაციური გადაწყვეტები და ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია უძრავ ქონებაში მის ღირებულებას ზრდის. დღეს მოთხოვნადია ენერგოეფექტური სისტემები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, ელექტრომობილების დამტენები.

მაგალითად კვლავ გამორჩეული პროექტი Tabakhmela Estates უნდა მოვიყვანოთ, სადაც გათვალისწინებულია მომავალზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა.

დროული ინვესტიციის მნიშვნელობა

ინვესტირება უძრავ ქონებაში განსაკუთრებით მომგებიანია მშენებლობის საწყის ეტაპზე. ფასთა სხვაობა დაგეგმვის ეტაპსა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ხშირად 30-40%-ს აღწევს. ამიტომ, თუ საინვესტიციო ქონების შეძენით ხართ დაინტერესებული, უმჯობესია გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ და მატერიას სამი განსხვავებული კონცეფციის პროექტიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ:

● Materia Living ორ პროექტს მოიცავს, ესენია: “Funicular Living მატერიასგან” და “Outlook Forest მატერიასგან;
● Materia Estates კერძო ტიპის დასახლების მშენებლობას ითვალისწინებს და მასში, ამჟამად, ერთი პროექტი “Tabakhmela Estates მატერიასგან” შედის;
● Materia Hills-ის ფარგლებში დახურული ტიპის დასახლება, “Tabakhmela Hills მატერიასგან”, შენდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ გაყიდვების ოფისს ვასილ ბარნოვის ქუჩა #84-ზე, სადაც კვალიფიციური კონსულტანტები დეტალურად გაგაცნობენ თითოეულ პროექტს.