სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდი

23 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +7, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.