12 მარ 12:32
„საავადმყოფოში 2-ჯერ წაიყვანეს...“ - რა შეემთხვა ხვიჩა კვარაცხელიას შოტლანდიასთან მატჩის წინ

შოტრანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ამის შესახებ GEO TEAM წერს.
„შოტლანდიასთან მატჩამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავის არეში, ერთ-ერთ სავარჯიშო ეპიზოდში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო.
ფეხბურთელი საავადმყოფოში გამოკვლევებზე 2-ჯერ წაიყვანეს, მას თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც მისი თამაში შოტლანდიის წინააღმდეგ სარისკო იყო.
მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის პასუხი იყო შემდეგი: მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა 16 ნოემბერს დინამო არენაზე თამაში.
გამოვიდა მოედანზე, დადგა Show, გაიფორმა დუბლი და დაამტკიცა, რომ TOP ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ჰყავს მოთამაშე, რომლისთვისაც მისი ქვეყნის ღირსების დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია“, - ვკითხულობთ პოსტში.
ასევე ნახეთ:
ზუკა დავითაშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს მშობლებმა ახალშობილს
როგორ მიულოცეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ზურიკო დავითაშვილს პირველი შვილის შეძენა - ფოტო
VIDEO: ნახეთ, როგორ მიულოცეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ზურიკო დავითაშვილს შვილის შეძენა