სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
რუსთაველის 12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. ამ ეტაპზე, დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. შენობის მესაკუთრე შპს “მარილი 2020”-ია.
კომპანიაში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასტუმროს შენობაში კაზინოს გახსნა არის დაგეგმილი. “დამფუძნებლები თვლიან, რომ თბილისში კაზინოები ისედაც გადაჭარბებით არის წარმოდგენილი და კიდევ ერთი კაზინოს გახსნის საჭიროება არ არის. პროექტის დასრულების შემდეგ, შენობაში განთავსდება სასტუმროს ნომრები და საოფისე ფართები” - აცხადებენ კომპანიაში.
როგორ კომპანიაში აცხადებენ, სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებულია და პროექტის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს.
ავარია ბახმაროში - დაშავებულია 15 ადამიანი
1758014863