საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს
1752579824
სადგურის მოედანზე, კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თხემის ძვლის მოტეხილობა უფიქსირდება. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, კონსულტირებულ იქნა ნეიროქირურგის მიერ. ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალა-სარქვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია", - აცხადებს "გლობალ მედის" საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი სოფიო ბაბუციძე.
ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - სადგურის მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვიან ღამით მოხდა მიმდებარე ტერიტორიების ყვითელი ლენტით შემოსაზღვრაც, ავარიული კორპუსიდან კი მოსახლეობა სასტუმროებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო დეპარტამენტი, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის მერიც.
შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა - ავარიული კორპუსიდან ჩამოვარდა პარაპეტი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული.