მეცნიერებმა თურქეთში, ნოეს კიდობნის ძიების არეალში, უცნაური წარმონაქმნები აღმოაჩინეს
1788023234
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 იანვარს საქართველოში ამინდი უმეტესად ღრუბლიანი იქნება, ზოგიერთ რაიონში ნალექი. ასევე, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით 0, +5°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში თოვლი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.
თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1°, დღისით +7°.