ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
საყვარელი ადამიანებისთვის ფულის სესხებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი ურთიერთობა, თუ საზღვრებს არ დაადგენთ. კვლევის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით მეოთხედმა, ვინც ერთმანეთისგან ფული ისესხა, სამომავლოდ გაუფუჭდათ ურთიერთობა.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ფინანსური სირთულეები და კვლავ შეინარჩუნოთ ურთიერთობა, მნიშვნელოვანია მკაფიო საზღვრების დადგენა.
როგორ დავადგინოთ საზღვრები და დავძლიოთ დანაშაულის გრძნობა
1. მიეცით ის, რისი საშუალებაც გაქვთ
დაუყოვნებლივ უარის თქმა შეიძლება რთული იყოს. შეეცადეთ გამოყოთ თანხა, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია, თუნდაც ის იყოს მოთხოვნილზე ნაკლები. მაგალითად, თუ მეგობარი ითხოვს 100 ლარს, მაგრამ ეს თქვენს ბიუჯეტს დიდ ზიანს აყენებს, შესთავაზეთ 20 ან 30 ლარი.
„ეს არის ჯანსაღი კომპრომისი, რადგან თქვენ ეხმარებით თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ თქვენს ფინანსებს”, - ამბობს ევანსი.
2. გაუმკლავდით დანაშაულის გრძნობას
უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის გრძნობა, მაშინაც კი, თუ საზღვრები სწორად გაქვთ დაყენებული. ამ განცდის შესამსუბუქებლად, დაწერეთ თქვენი ფინანსური მიზნები და მიზეზები, თუ რატომ იცავთ ამ საზღვრებს.
„შეადგინეთ გეგმა და რეგულარულად შეახსენეთ საკუთარ თავს, რატომ გჭირდებათ ფინანსები“,- გვირჩევს ევანსი.
3. შექმენით სტრატეგიები სტრესის შესამცირებლად
თუ საუბრის შემდეგ გრძნობთ სტრესს, შეადგინეთ აქტივობების სია, რომლებიც დაგეხმარებათ დაისვენოთ, როგორიცაა სპორტი, საჭმლის მომზადება ან მცენარეების მოვლა.
ფინანსური საზღვრების დადგენა შეიძლება რთული ნაბიჯი იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დაგეხმარებათ სტაბილურობის შენარჩუნებაში და ფინანსური მიზნების მიღწევაში.