ბილ გეითსმა დაასახელა სამი პროფესია, რომელთაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს
29 მარ 17:59
როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ჯადო აქვს გაკეთებული? - ამ თემაზე ეზოთერიკოსი, გოგა მანია საუბრობს.
„მოსულან ჩემთან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი დაზიანებები ჰქონიათ, სწორედ სოციალურ ქსელებში ამოკითხული არასწორად ჩატარებული რიტუალების გამო. ერთხელ ჩემთან მოვიდა პაციენტი, ჩანთა ფულით ჰქონდა სავსე და მთავაზობდა, ბიზნესპარტნიორის ენერგეტიკულ დაზიანებას მთხოვდა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მე მძინავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. როცა ეგზორციზმის რიტუალს ვაკეთებ, ნაწილი ამ ვიბრაციებისა, სიმძიმე გადმოდის ჩემზე, ზიანდება გამკეთებელი და ვზიანდები მეც.
არ უნდა გეშინოდეთ არაფრის, გეშინოდეთ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ცუდ რაღაცებს უკეთებენ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მას თვალი აქვს, რომც არ ჰქონდეს, ის უკვე ამ სიტყვებით ვალს იღებს. ანუ ეს არის საკუთარი თავის დაზიანება. მნიშვნელოვანია ლოცვა, მედიტაცია, ბუნებასთან კონტაქტი.
რაც შეეხება რიტუალებს, არსებობს დაბალვიბრაციული რიტუალები, რაც დამაზიანებელია. სანთლის ანთების დროს, ორი პორტალი იხსნება, – მარჯვენის და მარცხენის, თუ ადამიანი მზად არ არის, ამით დაიზიანებს საკუთარ თავს და გახდება შეპყრობილი“,- ამბობს ეზოთერიკოსი.
3 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ჯადო გაქვთ
ენერგიის მოულოდნელი დაკარგვა: ადამიანი გრძნობს მუდმივ დაღლილობას და სისუსტეს, რაც არ აიხსნება სამედიცინო მიზეზებით.
უიღბლობა და პრობლემები: მოულოდნელად იწყება პრობლემები პირად ცხოვრებაში, სამსახურში ან ფინანსებში, რაც ადრე არ არსებობდა.
ფიზიკური სიმპტომები: გაურკვეველი წარმოშობის დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარება ტრადიციულ მკურნალობას.