ცნობილია ბრუკლინში დაკავებული ორი ქართველის ვინაობა - რა ედავება მათ გამოძიება
1793129820
ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ ცალკეულ ნეირონებს შეუძლიათ მძლავრი მინიატურული კომპიუტერების მსგავსად იმუშაონ და ხელი შეუწყონ მოქნილ ქცევას, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღებას.
მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ეგუება ადამიანის ტვინი ცვალებად გარემოებებს და როგორ რეაგირებს სხვადასხვა სენსორულ ინფორმაციაზე.
თუმცა, თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა პირველად მოიპოვეს ექსპერიმენტული მტკიცებულებები, რომ დენდრიტებს, ნეირონებთან დაკავშირებულ, ტოტების მსგავს სტრუქტურებს, შეუძლიათ ნასწავლი წესებისა და მიღებული სენსორული ინფორმაციის გაერთიანება, რაც მოქნილი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
მკვლევრების განცხადებით, შემეცნებითი პროცესების შესახებ მიღებული ახალი ინფორმაცია შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ადამიანის ტვინის მოდელზე დაფუძნებული, უფრო ადაპტირებადი და ეფექტიანი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაქმნელად.
„ეს აღმოჩენები მიუთითებს, რომ თავის ტვინის ქერქის ერთ ნეირონსაც კი შეუძლია ისეთი შემეცნებითი გამოთვლების შესრულება, რომლებიც მოქნილ ქცევას უზრუნველყოფს“, - წერენ მეცნიერები კვლევაში, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.