როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ მის შემდეგ?

ნაძვის ხე

ადრე თუ გვიან საახალწლო დღესასწაული სრულდება და მისი მთავარი სიმბოლოს აღების დღე დგება. ზოგი ნაძვის ხეს დღესასწაულის დასრულებისთანავე იღებს, ზოგს კი, მასთან განშორება უძნელდება და ლამის გაზაფხულამდე უდგას. მოდით, ერთად გავარკვიოთ, როდის ჯობს ახალი წლის ლამაზ სიმბოლოსთან დამშვიდობება. 

არსებობს მოსაზრება, რომ ნაძვის ხე სახლში ძველ ახალ წლამდე (14 იანვარი) უნდა დარჩეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი სახლიდან გატანა ან შენახვა. ამ ვერსიის მომხრეებს სწამთ, რომ სახლიდან ნაადრევად გატანილ ნაძვის ხეს დადებითი ენერგიაც გაჰყვება, თუმცა, ასეთი რწმენა ფაქტებით გამყარებული არ გახლავთ.

მეორე ვერსიით, ნაძვის ხე სახლიდან ნათლისღების დადგომამდე ანუ 19 იანვრამდე უნდა გავიტანოთ, თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ნაძვის ხის დატოვება გაურკვეველი დროით შეიძლება, რადგან ის არ ხმება და არ ფუჭდება.

წესით, საეკლესიო დღესასწაულების დადგომამდე აუცილებელია სახლის საგულდაგულოდ დალაგება-დასუფთავება და ზედმეტი ნივთების გატანა. ასევე არსებობს რამდენიმე ხალხური რწმენა, რომლის თანახმად, ნაძვის ხე სახლიდან დროულად უნდა გავიტანოთ.

რას ამბობენ ექიმები?

სახლში, სადაც პატარა ბავშვები, ალერგიული ან ასთმიანი ადამიანები ცხოვრობენ, სასურველია ნაძვის ხე დღესასწაულების დასრულებისთანავე აიღოთ. გახსოვდეთ, რომ ხის სათამაშოები და საშობაო დეკორაციები უამრავ მტვერს აგროვებს.

როდის ავიღოთ ცოცხალი ნაძვი?

მოჭრილი ნაძვი, დაახლოებით, 2-3 კვირის მანძილზე არ ხმება, თუმცა თბილ ბინაში ეს ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. როგორც კი წიწვების გაყვითლება და ცვენა დაიწყება, ნაძვის ხე უნდა გაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წიწვებით აივსება სახლი.

სად და როგორ გავიტანოთ ნაძვი?

მინიშნებების თანახმად, ნაძვის ხის სანაგვეში ჩაგდება კატეგორიულად აკრძალულია. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ნავის ხესთან უპატივცემულო დამოკიდებულების გამო შეიძლება სახლი, ოჯახი და ფინანსური კეთილდღეობა დაკარგოთ. ძველად ნაძვის ხეს წვავდნენ და მის ფერფლს ქარს ატანდნენ.

დღეს ძალიან პოპულარულია ქოთანში ჩარგული, ცოცხალი ნაძვის ხეები, რომლებიც დღესასწაულის შემდეგ შეგიძლიათ ტყეში ან აგარაკზე დარგოთ.

ეზოტერიკოსები ამტკიცებენ, რომ იმ ადგილას, სადაც ნაძვის ხე იდგა, დიდი ხნის განმავლობაში პოზიტიური ენერგია იგრძნობა. გირჩევთ, ამ ადგილზე სკამი დადგათ და პერიოდულად ჩამოჯდეთ, რომ „ბნელმა აზრებმა“ და უსიამოვნებებმა დაგტოვონ.

და ბოლოს, ყველა ადამიანი თავად წყვეტს, ნაძვის ხეს ნათლისღებამდე (19 იანვრამდე) დაემშვიდობება თუ მის შემდეგ. მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ და ახალი წლის სიმბოლოს პატივისცემით მოეპყროთ, რათა საახალწლო განწყობამ და სიხარულის განცდამ მთელი წელი არ დაგტოვოთ.

ასევე ნახეთ:

Exclusive: „დედამისს 3 შვილი ესპანკათი დაეღუპა“ – ვინ იყო WHO-ს პირველი ქართველი ეპიდემიოლოგი, რომელიც ქოლერას და სხვა საშიშ ვირუსებს ებრძოდა

VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა