როდის დასრულდება არდადეგები სკოლებსა და ბაღებში

სკოლა

სკოლებში ზამთრის არდადეგები30 დეკემბერს დაიწყო და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მეორე სემესტრი კი 15 იანვრიდან განახლდება. ზამთრის არდადეგებამდე კი ერთი ოფიციალურად უქმე დღე დარჩა. 23 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს. 

მეორე სემესტრში ოფიციალურად უქმე დღეებია:

7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
 
საგაზაფხულოარდადეგებიკი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად,სააღდგომოდღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

2024-2025 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2025 წელს 15 ივნისი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს, პარასკევს დასრულდება.

რაც შეეხება ბაღებს,

საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრამდე გაგრძელდება - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.