1757102201
როდიდან დაიწყება და რამდენ ხანს გასტანს უამინდობა - გარემოს ეროვნულო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგიერთ ადგილას კი – ძლიერი წვიმა.
სააგენტო ასევე იუწყება, რომ შესაძლებელია ელჭექისა და სეტყვის ჩამოვარდნა.
„ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. ძლიერი ნალექების შედეგად, შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მცირე მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება. საფრთხის დონე შეფასებულია საშუალოდ,“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.