რისი დიაგნოზი დაუსვეს ხვიჩა კვარაცხელიას

კვარა

ხვიჩა კვარაცხელიამ  გუნდთან ერთად ოთხშაბათის ვარჯიში გამოტოვა.

იტალიური მედია წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს.

რა არის  გასტროენტერიტი: 

გასტროენტერიტი ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კუჭი და ნაწლავები ხდება ანთებითი. ეს ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით.

მისი ყველაზე ხშირი სიმპტომია ღებინება.

გამოტოვებს თუ არა კვარაცხელია 20 აპრილს, ემოპლისთან მატჩს, ჯერჯერობით, გაურკვეველია.