რას ჰყვება გოგონას და, რომელსაც გოგა მანიამ ეგზორციზმი ჩაუტარა

მა კ

სანამ განვსაზღვრავთ, რა არის ეგზორციზმი, უნდა ითქვას, თუ რატომ წარმოიშვა იგი. ყველა რელიგია აღიარებს ბოროტი სულების, დემონების არსებობას, რომლებიც აღწევენ ადამიანის სხეულში და მას საშინლად მოქცევას აიძულებენ. დემონები უნერგავენ ადამიანს სიძულვილს, ბრაზს, სასოწარკვეთას, თვითმკვლელობის სურვილს და ა.შ.

სწორედ ამ თემაზე „პრაიმტაიმს“ ეზოთერიკოსი, გოგა მანია ესაუბრება.

გოგამ, 1 თვის წინ დიდი გზა გაიარა, რათა ერთ გოგონას დახმარებოდა, რომელიც 15 წელი იტანჯებოდა. ეზოთერიკოსმა, ის ბოროტი სულისგან გაეწმინდა. ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მას დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

გუშინ კი, გოგას პირდაპირ ეთერში გოგონას და ჩაერთო და ესაუბრა, რამხელა შედეგი გამოიღო მისი დისთვის ჩატარებულმა წმენდამ. 

"ჩემი და წმენდის ჩატარების შემდეგ სულ სხვაა, გამოვიდა ოთახიდან, სტუმრების მიღება დაიწყო, სახლის საქმეებშიც გვეხმარება. 15 წელი იტანჯებოდა. ახლა დამამშვიდებლებსაც აღარ იღებს",-ამბობს ვიდეოში გოგონას და. 

გოგა ეგზორციზმე "პრაიმტაიმთან" საუბრობს: 

"ეგზორციზმი არის დაბალვიბრაციული ენერგიისგან გათავისუფლება. ჩასახლების მიზეზი, ეს არის, მაგალითად ხშირად კარმული კვანძები, მათთან ხშირად ცხოვრობს მესამე თვალი, ესმით ხმა, თითქოს ვიღაც ეძახის, ეს გადადის უმეტესად ენერგეტიკულად სუსტ პაციენტზე. არაერთხელ ჰქონიათ მათ სუიციდის მცდელობა, ამ ენერგიას შეუძლია ადამიანის მართვა. ეგზორციზმს საქართველოში მარტო მე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტივი არ არის. ახლა ძალიან დიდი გზა გავიარე, რომ ერთ გოგონას დავხმარებოდი. ერთი წმენდა სრულიად საკმარისია, რომ ადამიანს ეშველოს. ",-ამბობს გოგა.