რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს - რას ამბობს დემოგრაფი

შობადობა

რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია.

„უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდეგ რამდენი დროც არ უნდა დავხარჯოთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც კი არის შექმნილი“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

განაგრძეთ კითხვა: